გია ვოლსკი გიორგი მღებრიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს

გია ვოლსკი გიორგი მღებრიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ფაქტია, რომ ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ინციდენტის ჩანაწერი არსებობს, მაგრამ როგორც ირკვევა, მთლიანი პროცესის ჩანაწერი არ არის.

"გამოძიება სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ინციდენტი გამოიძიოს და პოლიტიკურ სპეკულაციებს არ უყუროს, რომელზეც ცდილობენ, რომ თავს მოგვახვიონ. ამის ნაწილია შს მინისტრის დაბარებითაც, მაგრამ პოლიტიკური ცირკის მოწყობის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ, რადგან ქვეყნის სტაბილურობაზეა საუბარი და ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი. გარდაცვალების გამოყენება რომ პოლიტიკური პოზიცია გაიმყარო, უზნეობაა", - განაცხადა ვოლსკიმ.

შს მინისტრს პარლამენტში ოპოზიცია იბარებს, რომელიც ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.