ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი უმრავლესობა პარლამენტში, რაც რა თქმა უნდა, გამოწვევაა პოლიტიკური სისტემისთვის ზოგადად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლოა გახდეს პრობლემა და საქართველოს წარსული გამოცდილებაც ამაზე მიუთითებს.
"ახლა გვაქვს განსხვავებული სიტუაცია. გამოწვევა, რა თქმა უნდა, რჩება. სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეცვალა შერეული საარჩევნო სისტემა და პროპორციულზე გადავსულიყავით 2020 წლიდან. ეს ხდება პირველად, როდესაც მმართველ პარტიას შეაქვს კონსტიტუციაში დამატება, რომელიც მისი ინტერესების საწინააღმდეგოა. ეს არის დემონსტრირება ახალი პოლიტიკური კულტურის და იმ მაღალი სტანდარტების, რასაც "ქართულ ოცნება" ნერგავს", - განაცხადა კობახიძემ.