საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი დღეს მონაწილეობას მიიღებს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში, რომელზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია.

ღონისძიებაზე დასასწრებად აზერბაიჯანში იმყოფებიან ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე.