მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის წარსულია და რა განაცხადა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, - ეს განცხადება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებაზე გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მომავალზეა ორიენტირებული.
"სააკაშვილი ჩემთვის თემა არ არის. ის ჩვენი ქვეყნის წარსულია. ჩვენ მომავალში წინ ვიყურებით და განვითარებაზე ორიენტირებული მთავრობა ვართ. მართალი გითხრათ, სააკაშვილმა რა განაცხადა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის", - განაცხადა დოლიძემ.