მიმდინარე კრიზისის შედეგად კატალონიამ, შესაძლოა, ავტონომიის გაფართოებას მიაღწიოს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფონსო დასტისმა განაცხადა.
”მე გამოვრიცხავ დამოუკიდებლობას, მაგრამ ავტონომიის გაფართოება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ რეგიონს არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართო უფლებამოსილებები და შესაძლებლობები აქვს“, - განაცხადა მან.
ესპანეთის პოლიციის ქმედებებთან დაკავშირებით დასტისმა აღნიშნა, რომ პოლიცია კანონის დაცვით მოქმედებდა, მაგრამ მომავალში ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ”მსგავსი სცენები არ განმეორდეს“.
მისი თქმით, თანამდებობიდან გადაყენებულ კატალონიის ექს-ხელმძღვანელს კარლეს პუჩდემონს დეკემბერში გასამართ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლება, „თუ მანამდე ციხეში არ აღმოჩნდა“.