ბინალი ილდირიმი გიორგი კვირიკაშვილს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის

ბინალი ილდირიმი გიორგი კვირიკაშვილს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზეა ნათქვამი.

თურქეთის პრემიერი საქართველოს მთავრობის მეთაურს ტელეფონით ესაუბრა.

„გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ბინალი ილდირიმის განსაკუთრებულ წვლილს ბოლო წლების განმავლობაში თურქეთის ტრანსპორტის სფეროს მოდერნიზებაში“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონია აზერბაიჯანში 30 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიებას, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი.