საქველმოქმედო კონცერტი კონსერვატორიაში

საქველმოქმედო კონცერტი კონსერვატორიაში

თბილისის კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში, მუსიკოსების ბელა მახარაძე-ბურკემერისა და უვე ბურკემერის მონაწილეობით გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი ,,გული გულისათვის“, რომელიც ჩატარდა  შეზღუდული შესაძლებლობის მოზარდთა, მიშიკო სხვიტარიძისა და გიგლა გურიელის დასახმარებლად.

შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა ქალაქ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ბესიკ ქარცივაძე და მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის. 

შემდეგ სცენაზე ავიდნენ ბელა და უვე ბურკემერები, რომლებმაც ულამაზესი საღამო აჩუქეს მსმენელს. დასასრულს ბელა ბურკემერმა მიშიკო სხვიტარიძესთან ერთად სიმღერა შეასრულა.

ღონისძიება გაიმართა რეგიონის კულტურულ-საგანმანათლებლო და ბიზნეს- განვითარების ასოციაცია (ბესიკ ქარცივაძე) და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით. საღამოს ორგანიზატორია მხატვარი თამარ ლამპარაძე.
აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო კონცერტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიმართება.