საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, 30 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 

31 ოქტომბრიდან მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.