საარჩევნო ადმინისტრაცია მედიასაშუალებების აკრედიტაციის მოსაპოვებლად განცხადებების მიღებას 20 ნოემბრიდან დაიწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია მედიასაშუალებების აკრედიტაციის მოსაპოვებლად განცხადებების მიღებას 20 ნოემბრიდან დაიწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრებისა და სხდომების გადაღებისთვის აკრედიტაციის მიზნით 20 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით მედიასაშუალებების განცხადებების მიღებას განახორციელებს.

ცესკოს სხდომაზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით მედიასაშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს ცესკოს მდივანი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევაში – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

საარჩევნო კომისიაში აკრედიტაციის მისაღებად მედიასაშუალების ხელმძღვანელმა პირმა ორგანიზაციის სატიტულო ფურცელზე დაწერილი განცხადება უნდა წარადგინოს შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე.

განცხადებას უნდა დაერთოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მედიასაშუალების სააგენტოში რეგისტრაციის შესახებ.

განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს:

მედიასაშუალების სრული დასახელება;

მედიასაშუალების წარმომადგენელთა სია (სახელი, გვარი, თანამდებობა);

მედიასაშუალების საფოსტო მისამართი და ინდექსი, საკონტაქტო ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ვებგვერდის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

განაცხადის ფორმას უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

განაცხადში დასახელებული მედიასაშუალების წარმომადგენელთა საკონტაქტო ინფორმაცია სამსახურებრივი და პირადი ტელეფონის ნომრების, ელ. ფოსტის მისამართის მითითებით;

მედიასაშუალების წარმომადგენელთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები;

მედიასაშუალების წარმომადგენელთა სამსახურეობრივი მოწმობის ასლები;

მედიასაშუალების წარმომადგენლების ფოტოსურათების ელექტრონული ვერსია, ზომით

შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, განცხადებას აკრედიტაციის გაცემის თაობაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 7 სამუშაო დღის ვადაში.

აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ვადა იწურება აკრედიტაციის წლის ბოლო კალენდარულ დღეს.

გაშუქების მიზნით კომისიის სხდომაზე დასწრება და სხდომის გადაღება ერთ მედიასაშუალების ერთდროულად არაუმეტეს სამ აკრედიტებულ წარმომადგენელს შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების ამ წესით დადგენილი აკრედიტაციის მოქმედებაჩერდება და მათი მოქმედება განახლდება საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან შესაბამისი კალენდარულიწლის ბოლო დღის ვადით.

არასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების აკრედიტაციის წესი დეტალურად იხილეთ ცესკოს 2017 წლის 8 აგვისტოს №27/2017 დადგენილებაში. (იხ. დადგენილება №27/2017)