ეს სიტყვები “ჩვენთან არს ღმერთი” ბიბლიიდანაა, როცა ამას ამბობთ, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან უნდა ამოვიდეს

ეს სიტყვები “ჩვენთან არს ღმერთი” ბიბლიიდანაა, როცა ამას ამბობთ, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან უნდა ამოვიდეს

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ “იესო ტკბილის” პარაკლისი გადაიხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სიტყვების “ჩვენთან არს ღმერთი” მნიშვნელორბაზე ისაუბრა.

“ეს სიტყვები - “ჩვენთან არს ღმერთი” ბიბლიიდანაა. თქვენ როცა ამბობთ ამ სიტყვებს, დიდი ყურადღებით უნდა თქვათ, გულიდან ამოვიდეს ეს სიტყვები. ნამდვილად უნდა გრძნობდეთ, რომ ღმერთი შენთან არის და შენ იქნები ბედნიერი და გახარებული”, - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას უფალს შესთხოვა, რომ თითოეულმა მლოცველმა მისი თხოვნის შესაბამისად მიიღოს.

“ღმერთმა ისმინოს ლოცვა ჩვენი, “ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკდეთ და განგეღოს თქვენ, ამინ”, - ბრძანა უწმინდესმა.

პარაკლისის დროს პარტიარქმა ტაძარში მყოფი პატარები მიიწვია. პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა პატარებს ტკბილეული დაურიგა.