საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ესპანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ესპანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს.

„საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის, ესპანეთის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - დაწერა გიორგი კვირიკაშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში.

კატალონიის პარლამენტმა გუშინ კენჭი უყარა კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას. კატალონიის დამოუკიდებლობას კატალონიის პარლამენტის 70-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10 წევრი წინააღმდეგ წავიდა.

გუშინვე ესპანეთის სენატმა ესპანეთის მთავრობის ინიციატივა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებაზე დაამტკიცა, რაც კატალონიისთვის ავტონომიის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს.

ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარე მარიანო რახოიმ კატალონიის მთავრობის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კატალონიის მთავრობის ყველა წევრი გადააყენა.