ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იტყობინება, დაღუპულია ერთი ადამიანი. 

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.