კახა კალაძე ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევაზე - მე რა ინფორმაციაც მაქვს, პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში

კახა კალაძე ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევაზე - მე რა ინფორმაციაც მაქვს, პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში

მე რა ინფორმაციაც მაქვს, პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ნუცუბიძეზე მამაკაცის გარდაცვალების შემთხვევის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"ძალიან სამწუხარო ფაქტია ის, რაც მოხდა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს ეს უბედური შემთხვევა. მართლა ძალიან მძიმეა ამაზე საუბარი, თუმცა მე რა ინფორმაციაც მაქვს, საპატრულო პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში", - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც ცნობილია, ორი დღის წინ, ნუცუბიძეზე, ახალგაზრდა მამაკაცი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას პოლიცია ადმინისტრაციული წესით აკავებდა.