რუსეთი მზად არის აშშ-სთან თანამშრომლობისთვის იმდენად, რამდენადაც მოსკოვთან თანამშრომლობა ვაშინგტონს სურს

რუსეთი მზად არის აშშ-სთან თანამშრომლობისთვის იმდენად, რამდენადაც მოსკოვთან თანამშრომლობა ვაშინგტონს სურს

რუსეთი მზად არის აშშ-სთან თანამშრომლობისთვის იმდენად, რამდენადაც მოსკოვთან თანამშრომლობა ვაშინგტონს სურს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„პრეზიდენტ პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთი მზად არის ორმხრივ ურთიერთობებში პროგრესისთვის იმდენად, რამდენადაც ეს ჩვენს ამერიკელ კოლეგებს სურთ“, - განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ჩრდილოეთ კორეის გარშემო შექმნილ სიტუაციას გაამარტივებდა, ვინაიდან ახლა, მისი აზრით, რუსეთი ამ საკითხზე პროგრესის მიღწევას ხელს უშლის.