გიორგი კანდელაკი:  პარლამენტში მოსვლა შს მინისტრის ვალდებულებაა

გიორგი კანდელაკი: პარლამენტში მოსვლა შს მინისტრის ვალდებულებაა

შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოსვლა მისი ვალდებულებაა, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტში შს მინისტრის მისვლას ნუცუბიძეზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ითხოვს.

„ადამიანის გარდაცვალება არის უდიდესი ტრაგედია. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივად აკისრია პოლიციას ვალდებულება, კითხვებს გასცეს პასუხი. შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი არასდროს ყოფილა პარლამენტში. ჩვენ ის დავიბარეთ უმცირესობის ფორმატში ძალიან ბევრ უმწვავეს საკითზე პასუხების გასაცემად, თუმცა არ მოვიდა. ახლაც, თუ მას აქვს თავისი სიმართლე და არგუმენტები, უნდა წარმოადგინოს. ეს მისი ვალდებულებაა. სამწუხაროდ, შს მინისტრი და სხვა მინისტრები პასუხსაც არ სცემენ უმცირესობის წერილებს და არ მოდიან პარლამენტში. იმედი გვაქვს, რომ მომავალში სხვა მწვავე საკითხებზე, როგორიც არის, მაგალითად, მუხთარლის საქმე, მოვა, შეასრულებს მის მოვალეობას და გასცემს კითხვებს პასუხს,’’ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

როგორც ცნობილია, „ევროპული საქართველოს“ გარდა შს მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს „ნაციონალური მოძრაობაც“.