240 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

240 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

240 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ვაგრძელებთ დევნილებისთვის საკუთრებაში საცხოვრებლის გადაცემას. 240 დევნილი ოჯახი დღევანდელი მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით თბილისში, გორში, რუსთავსა და ბათუმში მიიღებს ფართებს საკუთრებაში“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, 2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 15 800 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.