იმედი მაქვს, საქართველოში პლურალისტური დემოკრატია შენარჩუნდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
იანოშ ჰერმანი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს.
„ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ვამბობდით, რომ მოქალაქეების მიერ მინიჭებული დიდი მანდატი ასევე დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს. იგივე შეგვიძლია გითხრათ ახლაც. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში გაგრძელდება პლურალისტური დემოკრატია და ჩვენც ვაპირებთ გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოს