ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია იქნება მსგავსი იმ დეკალარაციის, რომელიც ორი წლის წინ რიგაში მივიღეთ

ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია იქნება მსგავსი იმ დეკალარაციის, რომელიც ორი წლის წინ რიგაში მივიღეთ

ამ ეტაპზე, ევროპული პერსპექტივის დაფიქსირების თაობაზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსი არ  ჩანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციტივის მონაწილე ქვეყნებმა რეფორმები არ გაატარონ ან არ სცენ პატივი კანონის უზენაესობას, არ შეუწყონ ხელი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, მედიის თავისუფლებას,- ასე უპასუხა ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვას - რამდენად აუცილებელია და არის თუ არა მოსალოდნელი, რომ "აღმოსავლეთა პარტნიორობის" სამიტის საბოლოო დეკლარაციაში ევროპული პერსპექტივის შესახებ ჩანაწერი გაკეთდეს.

"ამ რეფორმების გარეშე შეუძლებელია ქვეყენის ეკონომიკური განვითარება და ქათველი ხალხის კეთილდღეობა. პირველ რიგში, ეს რეფორმები გჭირდებათ თქვენ და სჭირდება ქვეყნის განვითარებას. რეფორმები არ ტარდება იმისათვის, რომ მომავალში ევროკავშირის ლიდერებმა წევრობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციტივას სჭირდება ქვეყნები, რომლებიც უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი იქნებიან. მთავარია, რომ თქვენ სწორ გზაზე იმყოფებით",-აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ თუ ქვეყანა ჩვენს ღირებულებებს იზიარებს, მაშინ აუცილებლად მოვა ის დღეც, როდესაც ევროკავშირის შემდგომი გაფართოება მოხდება.

"ალბათ ფედერიკა მოგერინი ამ თემაზე საუბრისას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს გულისხმობდა, მაგრამ 

იგივე ეხება "აღმოსავლეთ პარტნიორებსაც". ორგანიზაციის კარი ისევ ღიაა, ავტობუსი არ წასულა, მაგრამ ამ ეტაპზე, წევრ ქვეყნებს შორის ამ საკითხზე კონსენსუსი არ არის. ორგანიზაციის წევრობაზეა საუბარი, წევრობის წინა პერიოდზე, თუ პარტნიორობაზე, ყველა შემთხვევაში ევროკავშირის მხარდაჭერა დამოკიდებულია რეფორმებზე და ღირებულებების გაზიარებაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი. შეიძლება, იყოს განსხვავებული მიზეზები და ამ მიზეზებმა მიგვიყვანოს იქამდე, რაც რიგაში ვთქვით. ჩვენ ვაღიარებთ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივის მონაწილე ქვენების პროგრესს, მხარს ვუჭერთ რეფორმების მიმდინარეობას.  ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია იქნება მსგავსი იმ დეკალარაციის, რომელიც ორი წლის წინ რიგაში მივიღეთ",-აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.