ესტონეთის პრეზიდენტი:  საქართველო წინ მიიწევს და უახლოვდება ევროკავშირს

ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველო წინ მიიწევს და უახლოვდება ევროკავშირს

ძალიან მიხარია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს. ამ გადაწვეტილებას დასჭირდა დრო, მაგრამ ჩვენ მივედით მიზნამდე და საქართველოს მოქალაქეებმა ეს შესაძლებლობა უკვე მიიღეს,- ამის შესახებ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ესტონეთის პრეზიდენტმა, განაცადა.

"თქვენ სარგებლობთ უვიზო მიმოსვლით, ასევე საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეხკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება.  ამიტომ  ვფიქრობ, რომ ახლა არ გვჭირდება საუბარი მხოლოდ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯები.  უნდა ვისაუბროთ, როგორ ვისარგებლებთ უვიზო რეჟიმით, თავისუფალი ვაჭრობითა და როგორ მოვახდენთ ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციას",-აღნიშნა ესტონეთის პრეზიედნტმა.

მისივე თქმით, "ესტონეთი მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობას, ვინაიდან ეს ფორმატი გვეხმარება, რომ  მთელი რეგიონი ყურადღების ცენტრში  გვყავდეს".

"ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ევროკავშირის ლიდერები აღმოსავლეთ პარტნიორებთან ერთად იკრიბებიან და რეგიონულ საკითხებს განიხილავენ. საქართველო უკვე არის “ჰორიზონტი 2020” პროგრამის ნაწილი, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, ითანამშრომლოს ევროკავშირის სააგენტოებთან. ამ პროცესში აქტიურად ჩართულობით, საქართველო უახლოვდება ევროკავშირს და წინ მიიწევს",-აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით მომავალ კვირაში ჩამოდის.