გიორგი ვაშაძე:  ამ არჩევნებზე ჩვენ შევიძინეთ იდეური მხარდამჭერები

გიორგი ვაშაძე: ამ არჩევნებზე ჩვენ შევიძინეთ იდეური მხარდამჭერები

„ერთობა-ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე განცხადებას ავრცელებს. გიორგი ვაშაძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, რადგან გუნდმა იდეური მხარდამჭერები შეიძინა.

პოლიტიკური პლატფორმა თითოეულ მხარდამჭერს კომუნიკაციისკენ მოუწოდებს, რათა საერთო ძალებით დაიწყოს ინტენსიური მუშაობა პარტიის მიერ დამუშვებულ ინოვაციურ პროექტებზე.

გიორგი ვაშაძის თქმით, ამ ადამინების მხარდაჭერა ნიშნავს, რომ "ერთობა- ახალი საქართველო" სწორ გზაზე დგას.

"ჩვენთვის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, რადგან "ერთობა-ახალმა საქართველომ" ამ არჩევნებზე იდეური მხარდამჭერები შეიძინა. ჩვენ გავხსენით ველი სალაპარაკოდ იმ რეალურ ცვლილებებზე და რეფორმებზე, რომელიც ძალიან სჭირდება საქართველოს, რათა წარმატების ქართული მოდელი შეიქმნას. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ მოსახლეობას აბსოლუტურად განსხვავებული და ინოვაციური პროგრამა. ჩვენს მიერ გაკეთებული ეს ნაბიჯი, შეამცირებს პოპულიზმის წილს მომდევნო არჩევნებში. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, „ტექნიკური ხმების“ ნაცვლად ჩვენ იდეებზე გავაკეთეთ აქცენტი და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ჩვენი შედეგი.

ჩვენ მხარი დაგვიჭირა საშუალო კლასმა, რომელიც არის აზრის შემქმნელი და მთავარი ღერძი ნებისმიერი ქვეყნის განვითარების. თითოეულ მათგანთან გვინდა გვქონდეს კომუნიკაცია რომ საერთო ძალებით ინტენსიურად ვიმუშოთ. ამ ხალხის მხარდაჭერა ჩვენთვის ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, რის გამოც ვაგრძელებთ აქტიურ მუშობას. ჩვენ ასევე ვაანალიზებთ საარჩევნო სისტემას და ვთვლით, რომ მას ფუნდამენტური რეფორმა სჭირდება. ამის შეთავაზებას "ერთობა-ახალი საქართველო" სწრაფად დავიწყებთ იმისთვის, რომ შემდეგი არჩევნებს მომზადებული შევხვდეთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.