“Aerosmith”-ს გეგმები შეეცვალა

“Aerosmith”-ს გეგმები შეეცვალა

რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოპულარული ამერიკული ჯგუფი „Aerosmith”-ის მორიგი სტუდიური ჩანაწერი „Music From Another Dimension!” დღის სინათლეს მიმდინარე წლის აგვისტოში იხილავდა.

გუშინ გამოცემამ „Rolling Stone” ჯგუფის ლიდერთან სტივენ ტაილერთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ბატონი სტივენის მტკიცებით, მუსიკოსებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ ზემოთდასახელებული დისკი 6 ნოემბერს გამოუშვან.

ამისი მიზეზი გახლავთ, რომ აგვისტო-სექტემბერში არაერთი ცნობილი ჯგუფის ახალი ჩანაწერების გამოშვებაა დაგეგმილი. სტივენ ტაილერსა და მის კოლეგებს კონკურენტებთან ბრძოლაში ჩაბმა არ სურთ. ტაილერმა არ დააკონკრეტა იმ მუსიკოს შემსრულებელთა და ჯგუფების ვინაობა, რომლებიც მუსიკალურ ბაზარზე „Aerosmith”-ს მეტოქეობას გაუწევენ.

„Music From Another Dimension!” ჯგუფის დისკოგრაფიაში რიგით მეთხუთმეტეა. მუსიკოსების წინა სტუდიური ნამუშევარი „Honkin’ on Bobo” 2004 წლით არის დათარიღებული.