თურქული მედიის ინფორმაციით, თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს

საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქის ჩანთაში 14 წლის ბავშვი იპოვეს. ამის შესახებ „მილიეტი“ ინფორმაციას დღეს ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქეს ჩანთის გახსნა სთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. ამის შემდეგ პოლიციელებმა თვითონ გახსნეს ჩანთა, სადაც 14 წლის ბავშვი აღმოაჩინეს.

საქართველოს მოქალაქეც და ბავშვიც ამ დროისათვის პოლიციას ჰყავს დაკავებული. დაკავებული მოქალაქის ინფორმაციით, ბავშვი საქართველოში მყოფი მშობლების სანახავად მიდიოდა.

თურქული მედია არ აკონკრეტებს, ბავშვი ეროვნებით თურქია, თუ ქართველი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 5 ოქტომბერს მოხდა და აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება უკვე მოახდინეს.