განადგურებულია ჯგუფი, რომელიც ბაქოში, ოპოზიციის მიტინგზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა

განადგურებულია ჯგუფი, რომელიც ბაქოში, ოპოზიციის მიტინგზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გაანადგურა პირები, რომლებიც ბაქოში, ოპოზიციის მიტინგზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. ამის შესახებ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება იუწყება.

„აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ბაქოში, მიტინგზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა დაადგინა, რომ დაჯგუფება უცხოეთში მოქმედ რელიგიურ-ექსტრემისტულ ტერორისტულ ორგანიზაციას ექვემდებარებოდა. მას აზერბაიჯანის მოქალაქე ბახტიარ ალეკბეროვი ხელმძღვანელობდა.

„დადგენილია, რომ ადამიანთა ჯგუფმა 28 ოქტომბერს ბაქოში დაგეგმილ ოპოზიციის მიტინგზე ტერაქტების მოწყობა გადაწყვიტა. 25 ოქტომბერს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - ბახტიარ ალეკბეროვი, ანარ მასიმლი, ჯავიდ ჰუსეინლი, რომლებმაც სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს, სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა ადგილზე გაანადგურა“, - იუწყება სახელმწიფო უშიშროების სამსახური.