ჰაიდერ აბადი:  „ისლამურ სახელმწიფოზე“ სრული გამარჯვება მოახლოებულია

ჰაიდერ აბადი: „ისლამურ სახელმწიფოზე“ სრული გამარჯვება მოახლოებულია

„ისლამურ სახელმწიფოზე“ სრული გამარჯვება მოახლოებულია, - ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ აბადიმ თურქეთში ვიზიტით ყოფნისას განაცხადა.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენმა უსაფრთხოების ძალებმა შეძლეს სიტუაციის გარდატეხვა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში და წარმატებებს მიაღწიეს გამარჯვების მოპოვებაში. ჩვენი ძალები ისეთი არ არის, როგორც სადამ ჰუსეინის დროს, როდესაც საკუთარ მოსახლეობას ჩაგრავდნენ. ჩვენი მითითებების თანახმად, ისინი არ იყენებენ იარაღს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და მხოლოდ ტერორისტებს ებრძვიან“, - განაცხადა ერაყის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჰაიდერ აბადიმ აღნიშნა, რომ ერაყს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. „ჩვენი პოლიტიკის ნაწილი ტერორიზმთან ბრძოლაა და ერთიანნი უნდა ვიყოთ ამ ბრძოლაში წარმატების მისაღწევად“, - დასძინა მან.