ალბათ, ამ ყველაფრის უკან შესაბამისი არგუმენტიც იყო

ალბათ, ამ ყველაფრის უკან შესაბამისი არგუმენტიც იყო

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თიანეთში აჩევნების შედეგები კონკრეტული ოლქის, საარჩევნო კომისიების და სასამართლოს შესაფასებელია.

“კონკრეტული ოლქის შედეგები ეს შესაბამისი ორგანოების, საარჩევნო კომისიის და სასამართლოს კომპეტენციაა. მე არანაირი უფლებამოსილება არ მაქვს, ან შევაფასო ან ამ ყველაფერში რაიმე ეჭვი შევიტანო. სასამართლომ როგორც დაადგინა, ალბათ, ამ ყველაფრის უკან შესაბამისი არგუმენტიც იყო," - განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება თამაზ მეჭიაურსა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის დებატებს, ჩუგოშვილის შეფასებით, „გუშინდელი ეთერი ორივე წარმომადგენლის მხრიდან ძალიან უსიამოვნო მოსასმენი იყო“.

მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლასა და აღდგენასთან დაკავშირებით, რის შესაბამისადაც, თიანეთის მერის არჩევნებში თამაზ მეჭიაური 1 ხმით იმარჯვებს.