დედაქალაქის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, კონკრეტულ თანამდებობებთან დაკავშირებით ამ დროისთვის ”ქართული ოცნების” გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს. თუმცა, ტყემალაძე ადასტურებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება. მისივე თქმით, თანამდებობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკრებულოს ახალი შემადგენლობის შეკრების შემდეგ მიიღებენ.
რაც შეეხება პირველ განსახორციელებელ ნაბიჯებს, ტყემალაძის თქმით, ერთ-ერთი პირველი რაზეც საკრებულო იმსჯელებს, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტია.