კახა კალაძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს დღეს შეხვდება

კახა კალაძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს დღეს შეხვდება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის გამარჯვებული კანდიდატი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს დღეს 12:00 საათზე შეხვდება. როგორც პირველ არხს კახა კალაძის ახალი გუნდის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრებენ.

მისი თქმით, კახა კალაძე თბილისის საკრებულოს წინაშე წარდგენის დღის წესრიგზე ახალ გუნდთან ერთად შეთანხმდება.

„მერობის კანდიდატს უკვე დეკლარირებული აქვს თავისი პოლიტიკა ყველა აქტუალურ საკითხთან მიმართებით, იქნება ეს ეკოლოგია თუ სატრანსპორტო პრობლემებისგან ქალაქის განთავისუფლება. ჩვენი პრიორიტეტი იქნება, აღნიშნული პრობლემები ერთობლივი ძალისხმევით დავძლიოთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.