„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება მმართველ გუნდს ირიბად უწყობს ხელს, ქვეყანაში არჩევნების მიმართ უიმედობის დამკვიდრებაში.
მისივე თქმით, გაუგებარია, ქუთაისმა რა დააშავა.
„ევროპული საქართველოს“ პოზიცია იყო და არის, რომ ჩვენ ვაპირებდით მხარდაჭერას ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციის კანდიდატის მხარდაჭერას მეორე ტურში. თბილისში, მათ შორის, ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს, გინდა ელისაშვილი, გინდ უდუმაშვილი. ახლა გაუგებარია, თბილისში ყველანი ამას ვაპირებდით საჯაროდ, ქუთაისმა რა დააშავა, სადაც ოპოზიციამ ჯამში მეტი ხმის შენარჩუნება შეძლო? ვიმეორებ, არ უნდა შევუწყოთ ხელი ირიბადაც „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილის გუნდს არჩევნების მიმართ უიმედობის დანერგვაში“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.