სალომე სამადაშვილისა და ხათუნა გოგორიშვილის საჩივრებზე გენდერული თანასწორობის საბჭო დღეს იმსჯელებს

სალომე სამადაშვილისა და ხათუნა გოგორიშვილის საჩივრებზე გენდერული თანასწორობის საბჭო დღეს იმსჯელებს

დეპუტატების - სალომე სამადაშვილისა და ხათუნა გოგორიშვილის საჩივრებზე გენდერული თანასწორობის საბჭო დღეს იმსჯელებს.

საბჭოს ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ეს საჩივრები განიხილება, თუმცა სამართლებრივად საბჭოს რეაგირების ბერკეტები არ აქვს.

“სამართლებრივად რეაგირების კონკრეტული მექანიზმები არ გვაქვს, მაგრამ საბჭოზე საჩივრების მსჯელობა გვექნება. თუ ეს სექსისტური დარღვევა იყო, ესეც ეთიკის დარღვევად უნდა იყოს განხილული, რადგან რეაგირება შეიძლება ეთიკის კოდექსის დარღვევაზე იყოს", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, სალომე სამადაშვილი გია ვოლსკის, ხოლო ხათუნა გოგორიშვილი ვანო ზარდიაშვილს უჩივის.