თამარ ჩუგოშვილი:  ქვეყნის განვითარებისთვის ძლიერი ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია

თამარ ჩუგოშვილი: ქვეყნის განვითარებისთვის ძლიერი ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია

ქვეყნის განვითარებისთვის ძლიერი ოპოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქუთაისსა და მარტვილში მერობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის შესახებ საუბრისას

,,მეორე ტურების რაოდენობა, ალბათ,  ერთი მხრივ, განპირობებულია ჩვენს მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერით და მეორე მხრივ, ალბათ იმით, რომ ოპოზიციურ პარტიებს ძალიან დაბალი მხარდაჭერა აქვთ. ეს შედეგი პარტიულად ჩვენთვის ძალიან კარგია, მაგრამ ქვეყნის განვითარებისთვის ძლიერი ოპოზიცია მნიშვნელოვანია", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცესკო-ს მონაცემებით, მე-2 ტური 6 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება. „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.