რუსეთის თავდაცვის მინისტრი:  „ისლამური სახელმწიფო“ სირიის ტერიტორიის მხოლოდ 5%-ს აკონტროლებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრი: „ისლამური სახელმწიფო“ სირიის ტერიტორიის მხოლოდ 5%-ს აკონტროლებს

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 5%-ს აკონტროლებენ, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

„დღეს „ისლამური სახელმწიფო“ სირიის ტერიტორიის 5%-ს აკონტროლებს. რუსეთის საჰაერო ძალების მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციის დაწყებამდე ეს მაჩვენებელი 70%-ზე მეტს შეადგენდა“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ორი წლის განმავლობაში რუსეთის საჰაერო ძალებმა ტერორისტების 948 საწვრთნელი ბანაკი, ტყვია-წამლის წარმოების 666 ქარხანა და სამხედრო ტექნიკის ათასზე მეტი ერთეული გაანადგურეს.

„998 ქალაქი და დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული. „ბოევიკების“ დიდი ნაწილი ლიკვიდირებულია. სირიაში მშვიდობიანი ცხოვრების აღდგენის პროცესია დაწყებული“, - აღნიშნა შოიგუმ.