მერის არჩევნების მეორე ტურების ჩატარების ბოლო ვადა 15 ნოემბერია

მერის არჩევნების მეორე ტურების ჩატარების ბოლო ვადა 15 ნოემბერია

მერის არჩევნების მეორე ტურების ჩატარების ბოლო ვადა 15 ნოემბერია. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მერის არჩევნების მეორე ტური პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა ტარდება და მას ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს.

მერობის კანდიდატებისათვის დადგენილი 50%-იანი ზღურბლი არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა ვერ გადალახეს: ყაზბეგში, ბორჯომში, ხაშურში, ოზურგეთში, მარტვილსა და ქუთაისში. აღნიშნულ ოლქებში პირველ ადგილზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი კანდიდატები არიან.