სომხეთში რუსმა სამხედრომ მეორე სამხედრო მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

სომხეთში რუსმა სამხედრომ მეორე სამხედრო მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

სომხეთში დისლოცირებული რუსული ჯარის სამხედრო მოსამსახურემ შემთხვევით მეორე სამხედრო მოკლა, რის შემდეგაც თავი მოიკლა, - ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იუწყება.

„23 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკაში, ალაგიაზის პოლიგონზე წვრთნების შემდეგ იარაღის ჩაბარების დროს კონტრაქტით მომსახურე სამხედრომ უხეშად დაარღვია უსაფრთხოების მოთხოვნები და შემთხვევით გაისროლა ავტომატიდან, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაჭრა კონტრაქტით მომსახურე სხვა სამხედრო. მომხდარით და მოსალოდნელი პასუხისმგებლობით შეშინებულმა სამხედრომ თავი მოიკლა“, - აცხადებენ პრესსამსახურში.