არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ისრაელში ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობას განამტკიცებს

არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ისრაელში ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობას განამტკიცებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ისრაელში ვიზიტი წარმატებული იქნება, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრები გაიმართება ისრაელის პრეზიდენტთან, ქნესეთში და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

”საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ვიზიტს მართავს ისრაელში, სადაც გვექნება მაღალი დონის შეხვედრები პრეზიდენტთან, ქნესეთის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან. განვიხილავთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, სავაჭრო ურთიერთობებს, ეკონომიკურ საკითხებს და ტურიზმთან დაკავშირებულ თემებს. ჩვენ მივაწვდით კოლეგებს უახლეს ინფორმაციას პარლამენტის მიერ განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს. ეს ვიზიტი განამტკიცებს ორი ქვეყნის ურთიერთობას”, - განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ისრაელში 24-26 ოქტომბერს გაიმართება.