”ნაციონალური მოძრაობა” აზრს ვერ ხედავს ”ქართული ოცნების” წინააღმდეგ მეორე ტურში მონაწილეობა მიიღოს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილების საფუძველი რთული ამოსაცნობი არ არის.
”მათ დასაწყისშივე კარგად იციან, რომ წარმატება მათი მხრიდან გამორიცხულია, რადგან უკონკურენტოა „ქართული ოცნება“. ისინი აზრს ვერ ხედავენ მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ ”ქართული ოცნების” წინააღმდეგ, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია”, - განაცხადა მდინარაძემ.
”ნაციონალური მოძრაობა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, - ეს გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ქუთაისსა და მარტვილში ”ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.
პოლიტსაბჭოს სხდომას მეორე ტურში გასული კანდიდატებიც ესწრებოდნენ.
”ნაციონალურ მოძრაობაში” მეორე ტურის ბოიკოტის მიზეზად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას ასახელებენ.