ICDI -იმ მცხეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი წარადგინა

ICDI -იმ მცხეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი წარადგინა

დღეს, დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში წარადგინა სარჩელი N19 თიანეთის ოლქის N20 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგებისა და შემაჯამებელი ოქმის (საუბნო მერის), N19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის N16/2017 და N17/2017 განკარგულებების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში მონაწილეობდა მხოლოდ ორი კანდიდატი-1. ლელა ქიტესაშვილი(მპგ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" და 2. თამაზ მეჭიაური (ს/ს თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის )

N19 თიანეთის საარჩევნო ოლქის  N20 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში (საუბნო მერი) შესწორებამდე და შესწორების  შემდეგ "გასაჩივრებული განკარგულებებით ასახული  შედეგები  არ გამოხატავს N19 თიანეთის საარჩევნო ოლქის N20 საარჩევნო უბნის კენჭისყრაში მონაწილეთა ნებას, რადგან N20 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესში იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი-თიანეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი, რომლის უბანზე შესვლამ გამოიწვია დაძაბულობა და ამომრჩეველთა თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება." - განაცხადა ICDI-ის ხელმძღვანელმა მერი კაპანაძემ

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ ხვალ, 24 ოქტომბერს უკვე ჩაინიშნა  სასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.