„თურქეთის ციხეებში არსებული პირობების შესახებ ანგარიში: In Prison 2017“ - ამ სათაურით მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმა (PPJ) თურქეთის ციხეების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიში, 66 ადვოკატთან და 197 დაპატიმრებულის ნათესავთან ჩაწერილ ინტერვიუზე დაყრდნობით, 80 ციხის ზოგადი პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა.
ანგარიში მოიცავს, როგორც ციხეებში ფიზიკური პირობების, ადვოკატთან წვდომის უფლების, ტელეფონისა და წერილის უფლების, კვების მომსახურების, კულტურული და სპორტული ღონისძიებებისა და ვიზიტორთა უფლებების დარღვევის თვალსაზრისით 80 ციხის ინდივიდუალურ შეფასებას, ასევე პირად საჩივრებსაც.
ანგარიშის შესავალში და დასკკვნით ნაწილში ყურადღება გამახვილებულია ისეთ გავრცელებულ ქმედებებზე, როგორიცაა: წამება, გაუპატიურება, მუქარა და არასათანადო მოპყრობა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხების შესახებ CPT- ს მიერ მომზადებული ანგარიშის გამოქვეყნების უფლება არ მისცა. ასევე საერთაშორისო და ეროვნული დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ ჩატარებული კვლევების გამოქვეყნებაც შეიზღუდა.
ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი მშვიდობისა და სამართლიანობის პლატფორმის „ტვიტერზე“ (https://twitter.com/platformpj) გამოქვეყნდა.
ანგარიშის შესახებ ბმული: http://www.platformpj.org/report-comprehensive-report-prison-conditions-turkey-prison-2017/