არჩევნებზე პარტიის აქტივისტების მიერ მხარდამჭერების მობილიზებით კანონი არ დარღვეულა

არჩევნებზე პარტიის აქტივისტების მიერ მხარდამჭერების მობილიზებით კანონი არ დარღვეულა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების მიმდინარეობის დროს ,,ქართული ოცნების’’ აქტივისტების მიერ მხარდამჭერების მობილიზებით კანონი არ დარღვეულა, რადგან მისი შეფასებით, ეს ყველა ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნებმა მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩაიარა, ამიტომ მას მიაჩნია, რომ კახა კალაძემ გამარჯვება სამართლიან პაექრობაში მოიპოვა.

,,აქტივისტები ანხორციელებდნენ მხარდამჭერების მობილიზებას და ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერ ქვეყანაში. მთავარია, რომ ამ დროს არ იყოს გამოყენებული არასამართლებრივი ფორმები. მკაცრად იყვნენ გაფრთხილებულნი აქტივისტები, რომ მათ ბოროტად არ უნდა გამოეყენებინათ თავიანთი სადამკვირვებლო უფლებამოსილებები, მათ შორის არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოეხდინათ ისეთი ინფორმაციის აღნუსხვა, როგორიც არის მაგალითად პირადი ნომრები და ა. შ ასეთ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. ხდებოდა ამომრჩევლების მობილიზება აქტივისტების მიერ", - განაცხადა კობახიძემ.