კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები იქნება

კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები იქნება

თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიაში საკადრო ცვლილებები იქნება.

ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიაში იქნება რეფორმები და სტრუქტურული ცვლილებები.

"საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები. ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში და მაქსიმალურად შევეცდებით, ყველას პროფესიონალიზმი გამოყენებული იყოს ქალაქის საკეთილდღეოდ", -  განმარტა კახა კალაძემ.