„კალაძეს ვაბარებ უფრო წინ წასულ ქალაქს, ვიდრე მე გადმოვიბარე“

„კალაძეს ვაბარებ უფრო წინ წასულ ქალაქს, ვიდრე მე გადმოვიბარე“

თბილისის მოქმედმა მერმა დავით ნარმანიამ „იმედის“ ეთერში ქალაქში განხორციელებულ პროექტებზე ილაპარაკა, რომლის შედეგადაც, ნარმანიას შეფასებით ქალაქში მდგომარეობა გაუმჯობესდა.

როგორც ნარმანიამ თქვა, ის ახალ მერს ბევრად უფრო წინწასულ ქალაქს ჩააბარებს, ვიდრე მან მიიღო 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ.

„მე და ჩემმა გუნდმა საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ თბილისში იმისათვის, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. დღეს ქალაქი, რომელსაც ვაბარებ კახი კალაძის არის გაცილებით უფრო წინ წასული, ვიდრე თავის დროზე მე გადმოვიბარე. მე კარგად მახსოვს მთელი თვეების განმავლობაში საბოტაჟი, მახსოვს როცა მერიაში მოვედით ბიუჯეტი 30 მილიონით იყო გარღვეული. ამ ყველაფერს დასჭირდა აღდგენა, დაბალანსება, - განაცხადა ნარმანიამ.