ალეკო ელისაშვილის ასეთი ნახტომი მიუთითებს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება პარტიების მიმართ კრიტიკულია, უბრალოდ ეს ჯერ შედეგში ვერ ვლინდება

ალეკო ელისაშვილის ასეთი ნახტომი მიუთითებს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება პარტიების მიმართ კრიტიკულია, უბრალოდ ეს ჯერ შედეგში ვერ ვლინდება

ალეკო ელისაშვილის ძირითადი ძალა სწორედ მის უპარტიობაში იყო - ამ უპარტიობით მან „ნაციონალური მოძრაობა“ უკან ჩამოიტოვა და მეორე ადგილს მიაღწია, - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა.

ექსპერტის აზრით, ელისაშვილის ასეთი ნახტომი მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების დამოკიდებულება პარტიების მიმართ კრიტიკულია.

„მისასალმებელია, რომ დამარცხებული კანდიდატების დიდმა ნაწილმა მიიღო დამარცხება. ელისაშვილის ფორმულა რომ გავიმეოროთ - „დამარცხება უნდა შეგვეძლოსო“, მიიღო მან დამარცხება და აგრძელებს ცხოვრებას. ხოშტარიამაც მიიღო დამარცხება.

თავი რომ დავანებოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, გამარჯვებული პარტიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო, რომ უპარტიო კანდიდატმა ელისაშვილმა მეორე ადგილს მიაღწია. მან „ნაციონალური მოძრაობა“ უკან ჩამოიტოვა. ეს საყურადღებოა იმ მხრივ, რომ ელისაშვილის ასეთი ნახტომი მიუთითებს, რომ საზოგადოების დამოკიდებულება კრიტიკულია პარტიების მიმართ, მათ შორის, არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიების მიმართ, არამედ მმართველი გუნდის მიმართაც, უბრალოდ ეს შედეგში ჯერ ვერ ვლინდება“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.