იმედი მაქვს, მოვესწრები იმ დღეს, როდესაც საქართველოში არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ იქნება დღის წესრიგში

იმედი მაქვს, მოვესწრები იმ დღეს, როდესაც საქართველოში არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ იქნება დღის წესრიგში

იმედი მაქვს, მოვესწრები იმ დღეს, როდესაც საქართველოში არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ იქნება დღის წესრიგში,- ამის შესახებ NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წევრმა, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოში პერ ეკლუნდმა განაცხადა. 

როგორც NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციის წინასწარ შეფასებაში არის ნათქვამი, საარჩევნო კამპანიის პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა, ძირითადად, ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივად გამოყენებას ეხებოდა. 

"ყველაზე ხშირად გვესმის ჩივილი, რომ ხდება ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენება. ეს არ არის ახალი საქართველოსთვის. მე ბოლო 10-15 წელია ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში და ვიმედოვნებ, მოვესწრები იმ დღეს, როდესაც ეს აღარ იქნება დღის წესრიგში",- განაცხადა ეკლუნდმა.