ცესკო-ს განახლებული მონაცემებით, თიანეთის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

ცესკო-ს განახლებული მონაცემებით, თიანეთის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

ცესკო-ს ვებგვერდზე ახალი მონაცემები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ლელა ქიტესაშვილმა ხმათა 50.03 % დააგროვა და „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს ოთხი ხმით მოუგო. 

ცესკო-ს ვებგვერდზე აიტვირთა თიანეთის N 19 საოლქო საარჩევნო კომიიის განკარგულებაც, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე, თიანეთის N 20 უბანზე ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა მოხდა. საოლქო საარჩევნო კომიიის განკარგულებით, ხელახალი გადათვლის შედეგად, ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა 24-დან 19-მდე შემცირდა, შესაბამისად, ცვლილება განხორციელდა N 20 უბნის შემაჯამებელ ოქმში.