OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წინასწარ დასკვნას აქვეყნებს

OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე წინასწარ დასკვნას აქვეყნებს

OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ძირითად დასკვნას აქვეყნებს. დასკვნის შესახებ მისიის ხელმძღვანელმა კორენ იონკერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

კორენ იონკერის განცხადებით, საარჩევნო სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ და შეკრებისა და გამოხატვის პრინციპი ზოგადად დაცული იყო. 

როგორც სადამკვირვებლო მისიის წინასწარ შეფასებაშია ნათქვამი, მმართველი პარტიის უპირატესი პოზიცია აშკარაა და ამან არჩევნების სხვადასხვა ასპექტზე ზეგავლენა მოახდინა. 

”ამ უპირატესობას თან ახლავს პასუხისმგებლობა იმის უზრუნველყოფად, რომ სხვა სუბიექტების შესაძლებლობლები არ შეიზღუდოს. არჩევნების ეფექტურად ადმინისტრირებამ და ამომრჩეველთა ზუსტმა რეგისტრაციამ ამ პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაში დიდი წვლილი შეიტანა”, - აცხადებს იონკერი. 

მისივე თქმით, ამომრჩევლებისა და კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები იყო და დაფიქსირდა რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტიც. 

რაც შეეხება მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მასმედია სხვადასხვა პარტიებთან იყო აფელირებული, მედიის აქტიურობამ დებატების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. 

”მთლიანობაში, კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა, თუმცა უარყოფითად შეფასდა ზოგიერთ უბანზე ხმების დათვლის პროცესი. ასევე დაფიქსირდა უწესრიგობები და სირთულეები შემაჯემებელი ოქმების შევსების დროს. ამ ძირითად დასკვნებს შორის შედის როგორც დადებითი ელემენტები, ასევე ის სფეროები, სადაც შეიძლება სიტუაცია გაუმჯობესდეს”, - აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში.