მეეჭვება, რომ ოპონენტებთან თანამშრომლობის შესახებ კახა კალაძის განცხადება გულწრფელია

მეეჭვება, რომ ოპონენტებთან თანამშრომლობის შესახებ კახა კალაძის განცხადება გულწრფელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, ოპონენტებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით კახა კალაძის მზადყოფნა „გულწრფელი განცხადება არაა“.

როგორც უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კალაძის განცხადება არის მხოლოდ განცხადებისთვის.

"ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ საარჩევნო პროცესში როგორი თანამშრომლობა შეუძლია "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ ძალებთან. ეს იყო ხელის გადაგრეხით სასურველი შედეგის დაწერა. მე ძალიან მეეჭვება, რომ ეს განცხადება გულწრფელია, ესაა განცხადება განცხადებისთვის", - აღნიშნა უდუმაშვილმა.

კახა კალაძე მზადყოფნას გამოთქვამს ყველა იმ ოპონენტთან ითანამშრომლოს, რომელსაც თბილისთან დაკავშირებით იდეები და საინტერესო ხედვები აქვს.