დონალდ ტრამპი მზად არის ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე მასალები გაასაჯაროვოს

დონალდ ტრამპი მზად არის ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე მასალები გაასაჯაროვოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ქვეყნის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე მასალები გაასაჯაროვოს, - ამის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.

„დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მე, როგორც პრეზიდენტი მზად ვარ, ჯონ ფიტცჯერალდ კენედის მკვლელობის საქმეზე საიდუმლო მასალების გასაჯაროების ნებართვა გავცე“, - წერს ტრამპი.

საიდუმლო მასალები, რომლებშიც ძირითადად გამოძიების ფედერალური ბიუროს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დოკუმენტაცია შედის, 1992 წელს ცალკე არქივში შეიტანეს და 25 წლის მანძილზე გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო.

აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიტცჯერალდ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ქალაქ დალასში მოკლეს.