ჩვენ შემოვიფარგლებით იმ რეკომენდაციებით, რომელიც მოგვცა ვენეციის კომისიამ და ამის შესაბამისად მომზადდება პროექტი

ჩვენ შემოვიფარგლებით იმ რეკომენდაციებით, რომელიც მოგვცა ვენეციის კომისიამ და ამის შესაბამისად მომზადდება პროექტი

ჩვენ შემოვიფარგლებით იმ რეკომენდაციებით, რომელიც მოგვცა ვენეციის კომისიამ და ამის შესაბამისად მომზადდება პროექტი, ჩვენ შეგვიძლია დეკემბრის ბოლომდე ორი მოსმენით მივიღოთ ეს ცვლილებები და ამის შემდეგ, მარტში შეგვეძლება მესამე მოსმენით დოკუმენტის მიღება - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ასახული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის რეკომენდაციები, რომელიც მოგვცა ჩვენ ვენეციის კომისიამ. საქმე ეხება ბლოკის ერთჯერადად დატოვებას, ასევე ბონუსის სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლი გადაისინჯება. ასევე, რეკომენდაციაა გამოთქმული ორ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება შეკრების თავისუფლებას და გაერთიანების თავისუფლებას. ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, აქაც შესაბამისი ნორმების გადასინჯვაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად.

ასევე, საქმე ეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას არჩევნებთან მიმართებაში და ეს მუხლიც იქნება გადასინჯული. ჩვენ შემოვიფარგლებით იმ რეკომენდაციებით, რომელიც მოგვცა ვენეციის კომისიამ და ამის შესაბამისად მომზადდება პროექტი. ჩვენ შეგვიძლია დეკემბრის ბოლომდე ორი მოსმენით მივიღოთ ეს ცვლილებები და ამის შემდეგ, მარტში შეგვეძლება მესამე მოსმენით დოკუმენტის მიღება“ - განაცხადა კობახიძემ.