დიმიტრი პესკოვი:  კიევში ვითარება არასტაბილურია, კრემლი მოვლენების განვითარებას აკვირდება

დიმიტრი პესკოვი: კიევში ვითარება არასტაბილურია, კრემლი მოვლენების განვითარებას აკვირდება

კრემლი აკვირდება მოვლენათა განვითარებას კიევში, სადაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

მისი თქმით, კიევში ვითარება არასტაბილურია.

„ჩვენ ვაკვირდებით იმას, თუ რა ხდება კიევში. უნდა აღვნიშნო, რომ სიტუაცია სტაბილურობისგან შორს არის. ეს აშკარა ფაქტია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

გუშინ, კიევში, უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვდნენ.

უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 65 კარავი გაშალეს.