საჯარო გაბრიელ მარკესი

საჯარო გაბრიელ მარკესი

სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული მწერალი – გაბრიელ გარსია მარკესი, სიბერეშიც დაუშრეტელ ენერგიას ფლობს და სამწერლო საქმიანობას კვლავ აგრძელებს. ცოტა ხნის წინ, მთელი პლანეტის ესპანურენოვანმა და არამ,ხოლოდ ესპანურენოვანმა მკითხველმა მაღაზიის თაროებზე მარკესის ახალი წიგნი იხილა.

წიგნი დოკუმენტალისტურ ხასიათს ატარებს და მასში მარკესის მიერ გადამუშავებული მარკესისავე საჯარო გამოსვლებია შესული. ახალ წიგნში სულ 22 საჯარო გამოსვლაა შესული და ამ გამოსვლების დიდი ნაწილი დღეს მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე საუკეთესო გამოსვლებად ითვლება. წიგნის სახელიც შესაბამისია და –  "მე გამოვედი არა იმისთვის, რომ სიტყვა წარმოვთქვა" ჰქვია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 წლის მანძილზე ეს მარკესის პირველი წიგნია. ამ პერიოდის განმავლობაში, მარკესი ხშირად ავადმყოფობდა და მისი თქმით, დიდი სურვილის მიუხედავად, ვერ ახერხებდა საწერ მაგიდასთან სამუშაოდ დაჯდომას. მარკესი იმასაც ამბობს, რომ იგი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და სქელტანიან რომანზე მუშაობს, რომელსაც “შევხვდებით აგვისტოში“ ერქმევა. ამ ახალ წიგნში, მოქმედებები არგენტინაში განვითარდება.