ვისი შვილი დაჰყავს ალეკო ელისაშვილს წინასაარჩევნო გაწამაწიაში სადღესასწაულო ცენტრებსა და სკვერებში?

ვისი შვილი დაჰყავს ალეკო ელისაშვილს წინასაარჩევნო გაწამაწიაში სადღესასწაულო ცენტრებსა და სკვერებში?

არჩევნებამდე პოლიტიკოსთა მიერ გულზე მჯიღის ცემანი ქართული პოლიტიკური რეალობისთვის ჩვეულ სტილად იქცა.

ამომრჩევლის მოტყუების ფინტები პოლიტიკოსებმა სპორტსმენებზე უკეთ აითვისეს. პოპულისტობის პიკზე მისულ კანდიდარებს შორის, ბევრი ისეთიცაა, რომ მოუსმინო, ერზე გულდათუთქული ნელსონ მანდელა და მამა აბრამის ბატკანი გეგონება.

ის, რომ ოჯახი ადამიანის სარკეა, თბილისი პატარა ქალაქია და ინფორმაცია არ იმალება, ძველი ამბავია. თუმცა, ახალი ის ინფორმაცია აღმოჩნდა, რომელსაც არ დავიჯერებდით, წყაროს რომ არ მოეწოდებინა ფოტოები, თბილისში გავრცელებული ხმები ჩვენამდე არ მოსულიყო და საკუთარი თვალითაც რომ არ გვენახა - ბოლო დროს ხშირად შენიშნული ალეკო ელისაშვილი 5 წლის ანდრიასთან ერთად სკვერში ხელჩაკიდებული. კითხვაც აქედან გაგვიჩნდა, ვიცოდით, რომ პოლიტიკოსსა და მერობის კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს ფაქტობრივი ქორწინებიდან 12 წლის ერეკლე და 11 წლის ალექსანდრე ჰყავს.

მერე რაო, იკითხავს ვიღაც, არც არაფერი და ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ იბადება კითხვა: გულმხურვალე პოლიტიკოსი, რომელიც ცას და ქვეყანას თავს მამა აბრამის ბატკნად წარუდგენს, თუნდაც, სხვა გარემოებებში დაბადებულ შვილს თუ არ უვლის, ქვეყანას როგორ მოუვლისო?! იქნებ ვიღაცამ ისიც თქვას, პირადი საკთხიაო, თუმცა, ამის ნამდვილობის დადგენა ჟურნალისტის ძალებს აღემატება, მაგრამ საჯარო ინტერესის საგანი სწორედ ამ კუთხით უნდა იყოს. ასე ბილ კლინტონისთვისაც ძალიან ინტიმური და პირადი საკითხი იყო, სექსუალურ კონტაქტს ვისთან დაამყარებდა და არც კანონი ზღუდავდა, მხოლოდ მორალის ამბავი იყო. სწორედ ესაა, რომ როცა მორალისტობას და საქმის მკეთებლობაზე პრეტენზიას აცხადებს ვინმე, ჯერ, ალბათ, შვილს უნდა აქცევდეს ყურადღებას და პატრონობდეს, რომ ქალაქი ჩაიბაროს და სხვისი პრობლემები მიიტანოს გულთან, მხოლოდ საარჩევნოდ ხომ არ უნდა გახსენდებოდეს და ისიც მხოლოდ იმის შიშით, რომ შვილის დედამ საჯაროდ არ დაიწყოს ამაზე საუბარი?! ამ შეკითხვასაც აქვს ლეგიტიმური არსებობის უფლება.

როგორც მეზობლები პრივატულად საუბრობენ, აბა, ამაზე ხმამაღლა საჯაროდ საუბარს საქართველოში ყველა ერიდება, თორემ უცხოეთში რომ ვყოფილიყავით, ტაბლოიდ "სანის" კი ექნებოდა ღია კომენტარები. მარიამ ჭ. უკმაყოფილო ყოფილა და ხმამაღალი ტონით ესაუბრებოდა ელისაშვილს, შენ საკუთარი ბავშვისთვის ვერ მოგივლია და ქვეყანას მოუვლიო?! რამდენად რეალურია ხმები ალეკო ელისაშვილსა და მარიამ ჭ-ს ურთიერთობის შესახებ, ამ და სხვა ინფორმაციის დასაზუსტებლად, ბავშვის დედას, მარიამ ჭ.-ს (ჩვენთვის ცნობილია, დედის და ბავშვის სრული სახელი და გვარი, იდენტიფიცირებას შეგნებულად არ ვახდენთ) დავუკავშირდით:

- მარიამ, გამარჯობა, ანდრიასთან დაკავშირებით გირეკავთ... ანდრია ცენტრში ჰყავდა ალეკო ელისაშვილს მიყვანილი და იქ ყველას გაცნობია როგორც მამა...

- იქ მიყვანილი ჰყავდა ალეკოს ბავშვი, როგორც ახლობელს...

- ანუ თქვენი ახლობელია? აბა, როგორც მამა რატომ გაეცნო იქ მყოფებს?

- ეყობა, მოიტყუა ან გეხუმრათ. თქვენ ვინ ხართ?

- ჟურნალისტი ვარ, ეკა...

- ჰოდა, გააჯ..ი ახლა გესმის თავიან-ფეხიანად!

- ქალბატონო მარიამ, რა საჭიროა უზრდელობა, ინფორმაციის დასაზუსტებლად გირეკავთ...

ქალბატონმა მარიამმა ტელეფონი უცერემონიოდ გაგვითიშა და მეტი საუბარი აღარ ინება. პრინციპში, სათქმელი, ალბათ, აღაც არაფერი ჰქონდა, რადგან ცოტა საკვირველია, კაცებს სხვილი შვილები და ახლობლები დაჰყავდეთ ბავშვთა ცენტრებსა და სკვერებში. მით უმეტეს, გაგანია საარჩევნო პერიოდის დროს, როცა ბატონი ალეკო ელისაშვილი დროის დეფიციტს უნდა განიცდიდეს და ახლობლების შვილების სასეირნოდ დრო აღარ უნდა რჩებოდეს. ჩვენ კომენტარისთვის ალეკო ელისაშვილს დავუკავშირდით:

- ბატონო ალეკო, "თბილისელებიდან" გირეკავთ. ჩვენ როგორც ვიცით, ორი შვილი გყავთ და 5 წლის ანდრიასთან ერთად დაგინახეთ და ინფორმაციის დასაზუსტებლად გირეკავთ, სხვა ქორწინებიდან გყავთ?

- თქვენ არ გეუხერხულებათ?... კარგით, რაა...

- ბატონო ალეკო, ჩვენ დასაზუსტებლად გირეკავთ, შვილი ყოლა კი არაა საუხერხლო, გვითხრეს ყურადღებას არ აქცევსო...

- კარგით რაა... კარგით რაა...

ბატონმა ელისაშვილმა ტელეფონი გაგვითიშა და ჩვენს შემდომ ზარსაც აღარ უპასუხა.